კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ცოტნე კობერიძე - აქციაზე ხალხს საერთოდ ფეხებზე ეკიდა, რომელი პოლიტიკოსი რას ამბობდა, თავისი განცხადებით, ამ პროცესებში ჩემთვის ლომჯარია იყო მავნებელი

ნახვები: 544 ცოტნე კობერიძე - აქციაზე ხალხს საერთოდ ფეხებზე ეკიდა, რომელი პოლიტიკოსი რას ამბობდა, თავისი განცხადებით, ამ პროცესებში ჩემთვის ლომჯარია იყო მავნებელი

გუშინ ვინც ეს განცხადებები გააკეთა, ჩემი აზრით, ტელევიზორიდან უყურებდა ამ ამბავს, რადგან აქციაზე ვაშაძე რას საუბრობდა, ადამიანთა დიდ ნაწილს სამწუხაროდ, ეს არც გაუგია, იმ დონის დინამიკიც არ იყო, რომ ვინმეს გაეგო. ხალხი თვითორგანიზებული იყო, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომელსაც ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ გიორგი ვაშაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

ცოტნე კობერიძის შეფასებით, თავისი განცხადებით, ამ პროცესებში ლომჯარია იყო მავნებელი.

„აქ იყო ისეთი ხალხი, გიორგი ვაშაძისთვის კი არა, შეიძლება, დედის და მამისთვის არ მოესმინა და საერთოდ არც იცოდნენ, ვინ არის ცოტნე კობერიძე, არც გიორგი ვაშაძე, ნებისმიერი პოლიტიკოსი. აქ იყვნენ თვითორგანიზებული ადამიანები. გიორგი ვაშაძემ რა თქვა, რომ მოვარტყათ პარლამენტს წრე. ის ხალხი, ვინც მაგას საუბრობდა, ჩემ გვერდზე მდგარან, როცა პიკეტირება ყოფილა და გაცილებით ისეთი განცხადებები ყოფილა, რომ მოდი, ახლა ისინი არ გამოვუშვათ. იქ იდგნენ ხოლმე და გუშინ, თავიანთი აზრით, ვითომ ქულები დაიწერეს, რომ მათი ამომრჩევლები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ახლა შეიძლება, ვაშაძე და სხვა ხალხი გავაშავოთ, კმაყოფილები იქნებოდნენ. ეს გამოიყენეს და ამის გამო ეგ ადამიანები ჩემთვის არიან მავნებლები. გუშინდელ პროცესში ვიღაცაზე ხელის შეწმენდა – ცხადია, ამ განცხადებით, ამ პროცესებში ჩემთვის ლომჯარია იყო მავნებელი. ახალგაზრდები დგანან, იბრძვიან და ამ დროს შენ ამბობ, რომ ეს არის მთავრობასთან შეკრული კაცის პროცესი, სისულელეა. გუშინ რაც ხდებოდა, ეს რა, ოცნებას აწყობდა? თუ აწყობდა, მაშინ დღეს დათმობაზე რატომ წავიდა? ეს ხომ ალოგიკურია.

ამ პროცესში პასუხისმგებელი ვართ ყველა, ვინც ვიყავით. აქ ისეთი ხალხი არ არის, ვინც სხვის ნალაპარაკებზე დადის. შეიძლება, მასე არის ის ხალხი, ვინც ეგ განცხადებები გააკეთა. ძალიან დაბალი წარმოდგენის არიან იმ ადამიანებზე, ვინც გუშინ იქ ვიყავით. გუშინ იქ მყოფ ხალხს საერთოდ ფეხებზე ეკიდა, რომელი პოლიტიკოსი რას ამბობდა. უბრალოდ გვჭირდებოდა პროცესი. პარლამენტისთვის შემორტყმით არანაირი პრობლემა არ იქმნებოდა. თვითორგანიზებულად ვშვრებოდით, რასაც ვშვრებოდით. აქ ვინმემ კონკრეტულად ქნა? რასაც მივაღწიეთ, მაშინ გამოდის, რომ ვაშაძეს მოუღწევია და ეგრეა?“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მისი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა