კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვიოლა ფონ კრამონი - მივესალმები რუსეთის კანონის გაწვევას, ამ დრამის აცილება შეიძლებოდა, „ქართულ ოცნებას“ რომ ხალხისა და მეგობრებისთვის თავიდანვე მოესმინა

ნახვები: 496 ვიოლა ფონ კრამონი - მივესალმები რუსეთის კანონის გაწვევას, ამ დრამის აცილება შეიძლებოდა, „ქართულ ოცნებას“ რომ ხალხისა და მეგობრებისთვის თავიდანვე მოესმინა

მივესალმები "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას რუსეთის კანონის გაწვევის შესახებ. ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მათ რომ თავიდანვე მოესმინა ქართველი ხალხისა და მეგობრებისთვის, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ.

მისი თქმით, ხალხის ხმის გაჩუმება შეუძლებელია, თავისუფლებისა და ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ამასთან, ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ფოკუსირდეს.

„საქართველოს მთავრობავ, ფოკუსირდით 12 პუნქტზე, შეწყვიტეთ ხრიკები, შეწყვიტეთ კანდიდატის სტატუსის მიღების გზისთვის საფრთხის შექმნა, შეწყვიტეთ ქვეყნის მომავლის ჩამშლელი საქმიანობა. ევროპის გული საქართველოში გააგრძელებს ცემას!“- წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა