კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციებზე დაკავებული 133 პირიდან, 132 თავისუფალია, 1 პირი კი პატმრობაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რჩება

ნახვები: 515 პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციებზე დაკავებული 133 პირიდან, 132 თავისუფალია, 1 პირი კი პატმრობაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რჩება

პარლამენტის მიმდებარედ 7-8 მარტს გამართულ აქციებზე დაკავებული 133 პირიდან 132 თავისუფალია, 1 კი პატიმრობაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით რჩება.

აღნიშნული პიროვნება საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული.

იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, ხოლო დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი - 2001 წელს დაბადებული თ.ა.“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა