პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

რუსეთის დუმის სპიკერი - „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვიდან მოხსნით საქართველომ სუვერენიტეტის შანსი დაკარგა

ნახვები: 482 რუსეთის დუმის სპიკერი - „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვიდან მოხსნით საქართველომ სუვერენიტეტის შანსი დაკარგა

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა საქართველოს არ მისცა უფლება, სუვერენული სახელმწიფო გამხდარიყო.

„საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ მიუღებელი იყო შეერთებული შტატებისთვის. მან შეზღუდა ვაშინგტონის გავლენა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე. პარლამენტში განხილვიდან მისი მოხსნით საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტის შანსი", - წერს ვოლოდინი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი მტკიცებით, ვაშინგტონმა „რბილი ძალის ბერკეტების“ გამოყენებით ხალხი ქუჩაში გამოიყვანა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ხოლო ყველა სხვა ქვეყანა ვაშინგტონის წესებით არსებობს.

„ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ ეთანხმება ამას, საპასუხოდ "ფერადი რევოლუციის" მიღების რისკი ემუქრება,“- აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.

მისი მტკიცებით, კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ექნებოდა უფლება, გაეკონტროლებინა სახსრები, რომელიც ქვეყანაში უცხოეთიდან შედის და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ხმარდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა