ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine
President introduces newly appointed Foreign Intelligence Service chief

კორონასასჯელი

08.24.2021 | 10:19 ნახვები: 1322

ისტორიულად კაცობრიობა ისეა მოწყობილი, რომ კოლექტიური ეროვნული უტვინობა, უპასუხისმგებლობა და არაადეკვატურობა დასჯადია.
ამაზე ხშირად ამბობენ „ღმერთმა დასაჯა" - თუმცა, უზენაესი ძალები აქ არაფერ შუაშია - რეალობას აცდენილ ერს თავად ცხოვრება სჯის, დაუნდობლად და სამაგალითოდ. საზოგადოება, რომელიც მის ირგვლივ შექმნილ ვითარებას სათანადოდ ვერ აფასებს და საკუთარ ილუზიებში ცხოვრობს - ამის გამო აუცილებლად დაისჯება.
ესაა ცხოვრების ლოგიკა, და არავითარი რელიგია აქ არაფერს შუაშია - არაადეკვატური ერი გამოწვევებს ვერ პასუხობს, თავის დაზღვევისთვის აუცილებელ ზომებს არ იღებს და ბოლოს დაუცველი რჩება..
თუმცა, დრო მიდის და დღევანდელი ტემპები წარმოუდგენლად უფრო მაღალია, ვიდრე ეს 200-300, ან თუნდაც 50 წლის წინ იყო. თუ ადრე ერის შეცდომას და ამის გამო სასჯელს შორის მანძილი შესაძლოა ათწლეულები ყოფილიყო, დღეს ყველაფერი გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდება - მანძილი შეცდომიდან სასჯელამდე რამდენიმე თვემდე შემცირდა...
ქართველ ხალხს თუ რამე ეხერხება - ეს კოლექტიური შეცდომების დაშვება და მოჯადოვებულ წრეზე ჯიუტი სიარული.
ქართული ამპარტავნება და საკუთარ თავზე ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული გადაჭარბებული წარმოდგენა უკურნებელ სენად იქცა. თუ საბჭოთა პერიოდში ეს ერის უწყინარ თავისებურებად ითვლებოდა, დამოუკიდებლობის ხანაში ის უკვე სრულიად სერიოზული ეროვნული საფრთხის წყაროდ იქცა.
საკუთარ თავზე შეყვარებული ტრადიციული მამაპაპურ-საბჭოთა ქართველები რეალობას ადეკვატურად ვერ აღიქვავენ, მათ ირგვლივ არსებულ მრავალრიცხოვან გამოწვევებს ვერ პასუხობენ და შესაბამისად, საკმაოდ მწარედ ისჯებიან.
ეს წლების მანძილზე გრძელდება ერთი და იგივე სქემით - შეცდომა -სასჯელი - გლოვა, მითქმა-მოთქმა, „რა გვეშველება".. გადის რამდენიმე თვე და სხვა მიზეზით, სხვა ვითარებაში ტრადიციულ სიარული უგნურობას, სასჯელს და გოდებას შორის ისევ გრძელდება.
თითქოს საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ქართველებში საბჭოთა პერიოდში ჩანერგილი საკუთარი უპირატესობის წარმოდგენა წარსულს ჩაბარდეს, თუმცა, უშედეგოდ. ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართველთა 90% საკუთარ კულტურას სხვებზე მაღლად და განვითარებულად მიიჩნევს, მაშინ როდესაც, მაგალითად, იტალიაში, ასეთ ადამიანთა რაოდენობა 30%-ს არ აღემატება.
რატომ ფიქრობს ელიავას ბაზრობის, „პრისტროიკების", ჟანგიანი „გარაჟების" და ქურდული გაგების ერი, რომ სხვა ერებზე მაღლა დგას - გაუგებარია, თუმცა, ამ ეტაპზე ეს არაა მხოლოდ უცნაური და ამავე დროს უწყინარი ახირება.
ეს არის შეცდომა, რომლის გამოც საქართველო უკვე დღეს მრავალი მიმართულების ისჯება - იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სფერო, და ა.შ.
სასჯელი მრავალმხრივია - ეკონომიკური ვარდნა, ემიგრაცია, მოუშორებელ ჭირად ქცეული „ქუჩის აკადემია", მკვლელობები, მუდმივი პოლიტიკური, ეკონომიკური არასტაბილურობა, მუდმივი გოდება „რა გვეშველება" და საბოლოო ჯამში შემდეგ წრეზე გადასვლა.
დღეს საქართველო ბუნების მხრიდან დასჯის კიდევ ერთი პროცესის შუაგულშია.
წელიწადზე ოდნავ მეტი გავიდა იმის შემდეგ, როდესაც ქართველი ერი სრულმა თვითკმაყოფილებამ მოიცვა.
„ჩვენ ყველაზე უკეთესად გაუმკლავდით პანდემიას" - ამაყობდნენ ქართველები, რომლებიც სიამოვნებით ადევნებდნენ თვალს ათასობით დაღუპულებს ევროპაში და ამერიკაში მაშინ, როდესაც მთელი პირველი ტალღის დროს საქართველოში სულ 15 თუ 20 ადამიანი დაიღუპა.
გახსოვთ, თბილისის „დინამოს" გამარჯვება თასთა თასში 1980 წლიდან? სწორედ მაშინ ქართული ფეხბურთი მოიცვა ავადმყოფურმა ამპარტავნებამ, რასაც საბოლოოდ მისი გარდაცვალება მოჰყვა.
პირველი ტალღის მსუბუქმა ჩავლამ ქართული საზოგადოებისთვის იგივე როლი ითამაშა, რაც 1980 წლის გამარჯვებამ ფეხბურთში - როგორც ამბობენ ჩვენთან, ეს წარმატება ქვეყანას „თავში აუვარდა".
ქართველების უმრავლესობამ ირწმუნა, რომ 2020 წლის მარტ-მაისის ოპტიმისტური სურათი მართლაც ერის განსაკუთრებული ორგანიზებულობის და ცივილიზებულობის შედეგი გახდა, თანაც, ეს უკეთეს შემთხვევაში. დარეხვილმა ტრადიციონალისტებმა და მრევლმა ესეც არ იკმარეს და პირველი ტალღის სისუსტე საქართველოს ღმერთის მიერ განსაკუთრებული დაცვით ახსნეს.
ჯოგს მისი მწყემსიც არ ჩამორჩა - პატრიარქი ილია მეორეს განცხადებით, „შემთხვევითი არაა რომ სენი, რომელიც მთელის მსოფლიოშია, საქართველოში თითქმის არ არის".
არავინ უსმენდა რაციონალურად მოაზროვნე რეალისტებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ პირველი ტალღის სიმსუბუქე არა ქართველი ხალხის განსაკუთრებული თვისებების და არა ღმერთის მფარველობის, არამედ ელემენტარული, მარტივი გამართლების შედეგი იყო.
საქართველოს 2020 წლის მარტ-მაისში უბრალოდ გაუმართლა - ვირუსი აქ ჯერ ბოლომდე არ გაიშალა, და ამის დროც მოვიდოდა - ისევე, როგორც მოგვიანებით პანდემიამ ლათინურ ამერიკას, შემდეგ კი ინდოეთს დაარტყა.
საქართველოც ამ დარტყმას ვერ ასცდებოდა, და ეს თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო. თუმცა, თვითტკობით და ამპარტავნობით შეპყრობილმა ერმა ვერც ეს ვერ გაიგო და ინფექციის დარტყმას სრულიად მოუმზადებელი დახვდა.
ასე სრულდება საყოველთაო არაადეკვატურობა და მასობრივი ტრაბახი. როგორც უკვე ითქვა, შეცდომას და სასჯელს შორის მანძილზე მკვეთრად შემცირდა და ის რამდენიმე თვეს არ აღემატება...
ისევე, როგორც 5 ივლისის დარბევის შედეგები უკვე რამდენიმე დღეში გახდა ცხადი- ევროპელი ტურისტების რაოდენობის შემცირება.
სიბრიყვე დასჯადია, თანაც, სწრაფად და მტკივნეულად. გახსოვთ ქართული საზოგადოება როგორ დასცინოდა პაატა იმნაძეს სიტყვებს - „იტალიას მივიღებთ"?
ცხოვრებამ წრე დაარტყა და დღეს საქართველოს იტალია სანატრელი გაუხდა - პანდემიის პიკზე იტალიაში დღიურად 10-12 ათასი დაინფიცირება და 700-800 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, რაც მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დღეს საქართველოში.
ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ, ვინ დაითვლის მერამდენედ, ისჯება საკუთარი უტვინობის, ამპარტავნების და კუდაბზიკობის გამო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სასჯელები ბუნებას კიდევ ბევრი აქვს შემორჩენილი და ბოლოს და ბოლოს, შედეგად ეს ქვეყანა ერთხელაც დაცარიელდება და ისტორიას ჩაბარდება.
ქვეყანამ უნდა გაიგოს - მისი მთავარი მტერია არა რუსი ან თურქი ან ვირუსი, არამედ სრულიად უსარგებლო, არაქმედითუნარიანი ტრადიციული მამაპაპურ-საბჭოური ქართველი.
სანამ ამის გააზრება არ მოვა - სასჯელებიც არ დასრულდება. ისტორია არსად არ ჩქარობს, მას ბევრი დრო აქვს - ჩვენსგან განსხვავებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა