კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კვარაცხელიას მორიგი გოლი „ატალანტასთან“ (ვიდეო)

ნახვები: 753 კვარაცხელიას მორიგი გოლი „ატალანტასთან“ (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ევროსაგზურისთვის მებრძოლ „ატალანტას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ლიდერი ამ მატჩამდე სერია A-ს თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და პირველი მოთამაშე გახდა, ვინც EA Sports-ის თვის ფეხბურთელი წოდება ერთ სეზონში მეორედ (პირველად – აგვისტოში) მოიგო.

ხვიჩამ შეხვედრა, ტრადიციულად, მარცხენა შემტევად დაიწყო და პირველად 27-ე წუთზე გაიბრწყინა – ფლანგზე მცველი ჩამოიშორა და კარში დაარტყა, მაგრამ მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

მე-60 წუთზე კი ხვიჩამ ისევ გაიბრწყინა და „სტადიო მარადონაზე“ შეკრებილი გულშემატკივრები, ისევე როგორც საქართველო, მორიგი შედევრით გაახარა – შესანიშნავი მოძრაობებით საჯარიმოში რამდენიმე მცველს თავბრუ დაახვია და ანგარიში გახსნა.

„ატალანტამ“ სახიფათოდ შეუტია და რეალური საგოლე მომენტებით ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღო – კუთხურის გათამაშების შემდეგ, 77-ე წუთზე ამირ რახმანიმ თავით ზუსტად დაარტყა და „ნაპოლის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა 2:0.

კვარაცხელია 85-ე წუთზე შეცვალეს, „ნაპოლიმ“ კი უპირატესობა შეინარჩუნა და საბოლოოდ 2:0 მოიგო.

იტალიის სერია A-ში გამართული 26 ტურის შემდეგ სპალეტის გუნდი 68 ქულით პირველ ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 12 ტურით ადრე კონკურენტ მილანის „ინტერს“ (50) უკვე 18 ქულით ასწრებს. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 9 საგოლე პასია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა