პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტთან აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით, შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ

ნახვები: 448 არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტთან აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით, შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტთან აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს, შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა. ადმინისტრაციული დაკავებიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. შესაბამისად, დაკავებიდან გათავისუფლების მიუხედავად, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს.

2023 წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა.

მოვუწოდებთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს - აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;

პროკურატურას - გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები;

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”

„ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center „

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative“

„Women's Initiatives Supporting Group“

„სამართლიანი არჩევნები (ISFED)“

„Rights Georgia / უფლებები საქართველო“

„ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation“

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა