კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სანდრო რაქვიაშვილი - არ გამოვრიცხავ, მართლა საინტერესო გაზაფხული გვქონდეს, მაგრამ ვანო მერაბიშვილის მიერ აქციების დაანონსება საპროტესტო მუხტს ჩაახშობს

ნახვები: 430 სანდრო რაქვიაშვილი - არ გამოვრიცხავ, მართლა საინტერესო გაზაფხული გვქონდეს, მაგრამ ვანო მერაბიშვილის მიერ აქციების დაანონსება საპროტესტო მუხტს ჩაახშობს

არ გამოვრიცხავ, მართლა საინტერესო გაზაფხული გვქონდეს კიდევ წინ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი აქციებს აანონსებს, ასეთი ტიპის განცხადებები ჩაახშობს საპროტესტო მუხტს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

როგორც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ „ეს გაზაფხული და ზაფხული იქნება ძალიან საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის კუთხით“. ამასთან, მერაბიშვილმა მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა.

„გაზაფხული უკვე საინტერესო გვაქვს და მგონი, არავინ არ ელოდა, რომ ასეთი საინტერესო პოლიტიკური ცხოვრება გვექნებოდა, ასეთი შედეგიანი. არ გამოვრიცხავ, მართლა საინტერესო გაზაფხული გვქონდეს კიდევ წინ დარჩენილ თვეებში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი აქციებს აანონსებს, ასეთი ტიპის განცხადებები უინტერესოს გახდის პოლიტიკურ ცხოვრებას და ჩაახშობს საპროტესტო მუხტს.

რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა აკეთებს, ჩვენთვის არის მიუღებელი იმ გაგებით, რომ ისინი ეხმარებიან „ქართულ ოცნებას“, ძალაუფლება შეინარჩუნონ. ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებენ, რომ რაიმე საპროტესტო მუხტი თუ შეიძლება დაგროვდეს და გარდაიქმნას პოლიტიკურ შედეგში, ეს მუხტი ჩაახშონ. თეორიულად ჩემთან ვინმეს თუ ლაპარაკი უნდა, უარს არ ვეტყვი, მაგრამ ეჭვი მეპარება ჩვენ შორის რამე ტიპის თანამშრომლობა შედგეს.

ზოგადად, როცა პოლიტიკოსები ბევრ ადამიანს ხედავენ მიტინგებზე, უცბად, რაღაც თანამდებობები ელანდებათ და უცბად უნდათ, მაინცდამაინც ძალაუფლება მოიპოვონ. არადა, მიტინგი მაშინ არის ეფექტიანი, როცა მას ძალიან გასაგები, კონკრეტული მიზანი აქვს, ჰყავს კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფენ პოლიტიკურად ამ მიტინგის ხელშეწყობით. ასე რომ, ერთია, ებრძოლო კონკრეტული კანონის ცვლილებას, ასე ნელ-ნელა დააგროვო საპროტესტო მუხტი და საბოლოო ჯამში, მიხვიდე ან არჩევნების კუთხით, ან თუნდაც მიტინგებით მთავრობის ცვლილებამდე და მეორე, ერთხელ დაინახო ბევრი ადამიანი ქუჩაში და უცბად გავარდე, თქვა, მე მინდა ძალაუფლება მოვიპოვო და ახლა დავიწყებ საპროტესტო აქციებს. სინამდვილეში, ყველა ასეთი განცხადება და ასეთი გეგმები, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია სხვადასხვა პოლიტიკოსისგან, საპროტესტო მუხტს კლავს. კიდევ უფრო მეტად ზრდის ნიჰილიზმს ადამიანებში, რომლებიც ხედავენ მორიგ მიტინგებს, რომელიც არაფერ შედეგს არ აძლევს. ამ სიტუაციაში, როცა პირიქით, იშვიათი მიტინგი იყო, რომელმაც შედეგი მოიტანა, ამის სანაცვლოდ ახლა ვანო მერაბიშვილის ხელით არ ვიცი ვინ, „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს ამას თუ „ქართული ოცნება“ უწყობს ამას ხელს, თუ ერთად აკეთებენ, უბრალოდ მოკლავენ წარმოდგენას, რომ შეიძლება, რაღაც შეიცვალოს და კიდევ უფრო დააბრუნებენ ნიჰილიზმს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ არსებობდა საზოგადოებაში“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა