კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირაზე ნაკლებ დროში მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა

ნახვები: 578 ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირაზე ნაკლებ დროში მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა

ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველა ქალაქსა და დასახლებას, სადაც ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნა, ელექტროენერგია ისევ მიეწოდება.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ მისცემს რუსეთის ფედერაციას უფლებას, გაანადგუროს ლავრები და მოიპაროს ძვირფასი ნივთები.

„ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, 6 მარტიდან, მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით, განადგურდა 1100-ზე მეტი მტრის ჯარისკაცი – ეს არის შეუქცევადი დანაკარგები რუსეთისთვის, დანაკარგები სწორედ იქ, ბახმუტთან ახლოს. გარდა ამისა, მინიმუმ 1500 მტრის სანიტარული დანაკარგი – ესაა ზარალი, რომელიც შეუთავსებელია ბრძოლის გაგრძელებასთან. გარდა ამისა, განადგურდა მტრის ათობით სამხედრო მანქანა. პლუს რუსული საბრძოლო მასალის ათზე მეტი დამწვარი საცავი. ამ კვირაში არის მოძრაობა ჩვენი სულიერი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ამას საზოგადოება ხედავს. ვხედავ უკრაინელების თანხმობას ჩვენი ამ ნაბიჯების მიმართ, რომლებიც სრულიად ლეგალურია. ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ტერორისტულ სახელმწიფოს, ჰქონდეს რაიმე შესაძლებლობა, მოახდინოს ჩვენი ხალხის სულიერებით მანიპულირება, გაანადგუროს უკრაინული სიწმინდეები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა