Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში

ირაკლი კობახიძე - „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს

ნახვები: 551 ირაკლი კობახიძე - „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტმა თავისი მიზანი სხვადასხვა მიმართულებით უკვე შეასრულა.

როგორც საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის მოამბეში“ კობახიძემ განაცხადა, როდესაც კანონპროექტის ინიცირებაზე იყო საუბარი, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის დისკუსიის შეთავაზება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს.

 

„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კანონპროექტმა თავისი მიზანი სხვადასხვა მიმართულებით უკვე შეასრულა. პირველი – ადრე არ იყო აღიარებული და ახლა ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილო რამეა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის პირველი დასკვნა, რაც ამ ყველაფრიდან საზოგადოებამ გამოიტანა. მგონია, რომ ეს დასკვნა აღარ გადაიხედება. გარკვეული ადამიანები ცდილობდნენ, რომ ვიღაცის აგენტობა წარმოეჩინათ უარყოფით მოვლენად, ვიღაცის აგენტობა – დადებითად. დღეს უკვე ყველას აქვს აღიარებული, რომ აგენტობა არის სათაკილო სტატუსი, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. უნდა იყო მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის აგენტი, მხოლოდ მისი გავლენის აგენტი შეიძლება, იყო. მეორე – ჩვენ მოგვეცა ფართო დისკუსიის გახსნის საშუალება, რაც უკავშირდება არასათანადო საქმიანობით დაკავებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გარე წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას. ეს არის ცნობილი ექსტრემისტული ორგანიზაციები, როგორიცაა „სირცხვილია“, „დროა“, სხვა ორგანიზაციები. ამაზე დისკუსია მომავალშიც უნდა გაფართოვდეს და ამის დაწყების საშუალება მოგვცა ჩვენ კანონპროექტმა. „ნამახვანის“ ცნობილი შემთხვევა გახსოვთ. ეს იყო აქცია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. აქაც გამოვიდა საზოგადოების სამსჯავროზე ის ინფორმაცია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული იყვნენ შესაბამის აქტივობებში, გარედან ფინანსდებოდნენ. ასევე, ეკლესიის წინააღმდეგ პროპაგანდა არის მნიშვნელოვანი საკითხი. აქაც დაფინანსება კონკრეტული წყაროებიდან შემოდის და ამაზეც გაიხსნა დისკუსია. მთავრობის გადადგომის მოთხოვნა „ენჯეოების“ ჩართულობით არის შეუთავსებელი „ენჯეოს“ ფუნქციასთან, თუმცა აქაც იყო დაფინანსება. ვინ გააყალბა „პივიტი“? რომელი ორგანიზაციები აცხადებდნენ გაუყალბებელ არჩევნებს გაყალბებულად და საიდან მოდიოდა მათი დაფინანსება? როცა ასეთი საკითხები წინ წამოიწევს, მგონია, რომ ამ ყველაფერს პრევენციული ეფექტი ექნება. წესითა და რიგით, მომავალში შესაბამისი დონორები თავს შეიკავებენ ასეთი ორგანიზაციების დაფინანსებისგან, პივიტის გაყალბების დაფინანსებისგან, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებისგან და ა.შ. შესაბამისად, კანონპროექტმა სერიოზული შედეგი მოიტანა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ბაკურიანის შეკრებაზე, სადაც ჩართული იყვნენ როგორც პოლიტიკური პარტიები და მედიასაშუალებები, ასევე მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. სწორედ ენჯეოების ხელით იგეგმებოდა რევოლუციური სცენარის განხორციელება, რომელსაც ძალაუფლებაში უნდა დაებრუნებინა „ნაციონალური მოძრაობა“. კანონპროექტმა ასეთი სცენარის პრევენციაში დიდი წვლილი შეიტანა. „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს“, – აცხადებს კობახიძე.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა