კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეონა აქუბარდია - „ნაცმოძრაობას“ ცალკე აქციების რესურსი რომ ჰქონოდა, სააკაშვილთან დაკავშირებულ პროტესტზეც გამოჩნდებოდა

ნახვები: 509 თეონა აქუბარდია - „ნაცმოძრაობას“ ცალკე აქციების რესურსი რომ ჰქონოდა, სააკაშვილთან დაკავშირებულ პროტესტზეც გამოჩნდებოდა

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილს „ქართული ოცნებისკენ“ მაშველი რგოლის ხელი აქვს გაწვდილი. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მერაბიშვილისა და მისი ახალი ფრთის სახით აზიანებს ქვეყნის დეკლარირებულ კურსს.

„იმ ფონზე, როცა ამდენი ხალხი ქვეყნის საგარეო კურსის დასაცავად გამოვიდა, მისი (მერაბიშვილის) ასეთი განცხადება მმართველი გუნდისთვის დამხმარეა. „ქართული ოცნება“ მერაბიშვილისა და მისი ახალი ფრთის სახით აზიანებს ქვეყნის დეკლარირებულ კურსს და ამ კონსპირაციებში მაშველია მერაბიშვილი. „ნაცმოძრაობას“ ცალკე აქციების რესურსი რომ ჰქონოდა, სააკაშვილთან დაკავშირებულ პროტესტზეც გამოჩნდებოდა. მათ სურთ, მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი სათავისოდ გამოიყენონ და არა ქვეყნისთვის. არ მგონია, მერაბიშვილს მორალური უფლება ჰქონდეს, ქვეყნის სახელით ისაუბროს, ასევე საკუთარ გუნდშიც კიდევ ნდობა ჰქონდეს“, – განუცხადა თეონა აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა: „ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა