კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ ყაველაშვილი - ვიქტორ ყიფიანს და მის ორგანიზაციას პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ

ნახვები: 514 მიხეილ ყაველაშვილი - ვიქტორ ყიფიანს და მის ორგანიზაციას პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ

ვიქტორ ყიფიანს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია, აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მას და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ, ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გასაგებია ყიფიანის აგრესიული რიტორიკა, რადგან კანონპროექტი, ამოქმედების შემთხვევაში, მას პირდაპირ შეეხებოდა. ყაველაშვილის განცხადებით, როგორც ჩანს, ყიფიანს დასამალი ბევრი აქვს.

„ვიცი, რომ ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. ასევე, ვიცი ისიც, რომ ჩვენ მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა ის ძალიან აანერვიულა, რადგან მასაც მოუწევდა, საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გაეხადა უცხოური დაფინანსების დეტალები. ალბათ ამ ყველაფერმა მისი გაღიზიანება და ანერვიულება გამოიწვია. სწორედ ამიტომ ყიფიანი ბოლო დღეებში გაუგებარ და აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, რაც პირადად ჩემთვის უცნაური სულაც არ არის“, – განცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა