კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ილჰამ ალიევი - მომავალში აზერბაიჯანი გახდება ქვეყანა, რომელიც ევროპაში არა მხოლოდ ბუნებრივი აირის, არამედ „მწვანე ენერგიის“ ექსპორტსაც განახორციელებს

ნახვები: 550 ილჰამ ალიევი - მომავალში აზერბაიჯანი გახდება ქვეყანა, რომელიც ევროპაში არა მხოლოდ ბუნებრივი აირის, არამედ „მწვანე ენერგიის“ ექსპორტსაც განახორციელებს

მომავალში აზერბაიჯანი გახდება ქვეყანა, რომელიც ევროპაში არა მხოლოდ ბუნებრივი აირის, არამედ „მწვანე ენერგიის“ ექსპორტსაც განახორციელებს, – ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გერმანიაში ვიზიტისას, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ალიევის განცხადებით, უკვე ხელმოწერილია რამდენიმე კონტრაქტი და ის დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანი მომავალში გახდება ევროპაში განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანს განახლებადი ენერგიის ფართო პოტენციალი გააჩნია.

„რა თქმა უნდა, აუცილებელია გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება. ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მწვანე ენერგიას ეხება. ჩვენ გვსურს უფრო მეტი მწვანე ენერგიის გამოყენება. ჩვენ დაინტერესებული ვართ გრძელვადიანი კონტრაქტებით და ამან დაბალანსებულად უნდა იმუშაოს. აზერბაიჯანში მწვანე ენერგიაში ინვესტიციები წლიდან წლამდე იზრდება“, – განაცხადა ალიევმა.

ალიევმა ასევე ისაუბრა ევროპაში გაზის ექსპორტზე და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინაღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ, აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის ექსპორტის წინადადებით ათმა ევროპულმა ქვეყანამ მიმართა; მათ შორის მან დაასახელა: ჩეხეთი, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ხორვატია.ალიევის თქმით, წლის ბოლოს აზერბაიჯანი გეგმავს, დაიწყოს გაზის მიწოდება უნგრეთში, ასევე ამავე საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს ალბანეთთანაც. ალიევის განცხადებით, ბაქო დაინტერესებულია გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებით.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს აქვს პოტენციალი, დაეხმაროს გერმანიას და ევროპას ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირებაში.

„აზერბაიჯანი არის მზარდი მნიშვნელობის პარტნიორი გერმანიისა და ევროკავშირისთვის. ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გერმანიასა და ევროპის ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციაში. ეს ეხება როგორც ბუნებრივ აირს, ასევე განახლებადი ენერგიის გაფართოებას აზერბაიჯანში, რის შედეგადაც გაიზრდება განახლებადი ენერგიის ექსპორტიც“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა