კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსეი დანილოვი - ვლადიმერ პუტინი ცდილობს „კონფლიქტის ზონის“ გაფართოებას და ვა-ბანკზე მიდის

ნახვები: 488 ალექსეი დანილოვი - ვლადიმერ პუტინი ცდილობს „კონფლიქტის ზონის“ გაფართოებას და ვა-ბანკზე მიდის

შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტი ადასტურებს, რომ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს „კონფლიქტის ზონის“ გაფართოებას და ვა-ბანკზე მიდის, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

„შავ ზღვაში რუსეთის მიერ პროვოცირებული ინციდენტი ამერიკული უპილოტო თვითმფრინავ „ემქიუ-9 რიპერთან“ დაკავშირებით – ეს არის პუტინის სიგნალი სხვა მხარეების ჩართულობით კონფლიქტის ზონის გაფართოების მზადყოფნის შესახებ“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა. ამასთან, როგორც პენტაგონში განაცხადეს, რუსული თვითმფრინავის მიერ მიყენებული დაზიანების შემდეგ აშშ-ს შავ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება მოუწია. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმაც, რომლის შეფასებითაც, შავ ზღვაში ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტი პროვოკაციაა, რაც რუსეთის დადანაშაულებას ისახავდა მიზნად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა