კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ამ ომში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ“ - კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა კოვიდით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო

ნახვები: 429 „ამ ომში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ“ - კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა კოვიდით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო

„მინდა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც უხილავ მტერთან ბრძოლას შეეწირა", - განაცხადა დღეს, 26 აგვისტოს, თბილისი მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებისას.

კალაძე მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„მინდა, მთავრობის სხდომა დავიწყო თხოვნით, მოწოდებით, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჩავერთოთ ვაქცინაციის პროგრამაში. სხვა გზა, სხვა გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან არ არსებობს. ჩვენ ვართ ომში და ამ ომში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. უნდა გავიმარჯვოთ ერთმანეთის დახმარებითა და მხარდაჭერით. დღეს ბრძოლის ხაზი გადის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე და სწორედ ჩემზე, თქვენზე, ჩვენზეა დამოკიდებული გავიმარჯვებთ თუ არა ამ ბრძოლაში. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ნებისმიერი თემა უფერულდება იმის ფონზე, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება", - განაცხადა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა