თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ნახვები: 540 ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტში გასამართი თამაშებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, ამხანაგურ მატჩს მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა ბათუმში გაიმართება.

მოახლოებული თამაშებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა. მონღოლეთთან და ნორვეგიასთან შეხვედრებისთვის ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელით მოემზადება. საწვრთნელი შეკრება თბილისში 20 მარტს დაიწყება და შემდეგ მატჩების მასპინძელ ქალაქში გაგრძელდება.

შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია – ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 20 წლის ნახევარმცველი, ლუკა გაგნიძე, ეროვნულ ნაკრებთან ერთად მატჩებისთვის პირველად მოემზადება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი”, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (“შახტარი”, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი (“დინამო”, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი (“აპოელი”, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე (“დინამო” მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი”, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (“ანკარაგუჯუ”, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია),

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა