კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არ მაინტერესებს მისი განცხადებები - დეკანოიძე მერაბიშვილზე

ნახვები: 488 არ მაინტერესებს მისი განცხადებები - დეკანოიძე მერაბიშვილზე

არ მაინტერესებს მისი განცხადებები - ასე ეხმაურება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოიძე ვანო მერაბიშვილის სკანდალურ ინტერვიუს.

როგორც დეკანოიძე ამბობს, მსგავსი განცხადებები აზიანებს სერიოზულ საპროტესო განწყობას და ამაზე პარტიის ლიდერშიფი უფრო მკვეთრ განცხადებას გააკეთებს.

"მე არ ვიცი, რომ უკრაინის სიყვარულში ან გაკეთებულ საქმეში უკრაინაში საერთოდ ვინმე შემეჯიბროს. არ მაინტერესებს მისი განცხადებები, არ მგონია, რომ იმ ახალგაზრდებს, ვინც დგანან და იდგნენ, აინტერესებდეთ მისი განცხადებები და გავიმეორებ იგივეს, რაც თქვენ გითხარით არაერთხელ, მსგავსი განცხადებები აზიანებს სერიოზულ საპროტესო განწყობას, როდესაც პროპაგანდას ვაძლევთ საკვებს. ეს მნიშვნელოვანია, უნდა გაითავისოს ყველამ და ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით, პარტიის ლიდერშიფი უფრო მკვეთრ განცხადებას გააკეთებს და უნდა გააკეთოს. პროპაგანდას რაც აძლევს საკვებს ყველაფერი მუშაობს ,,ქართული ოცნების" სასარგებლოდ, მნიშვნელოვანია, ძალიან მკაცრი განცხადებები,თუ რასთან გვაქვს საქმე, მათ შორის პარტიის ლიდერშიფის მხრიდან, - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში ცეცხლი გაუხსნა ენმ-ს იმ ლიდერებს, რომლებიც ამ დრომდე პარტიაში რჩებიან. მან პირდაპირ თქვა, რომ პარტიაში ახლა მოვიდნენ პატრიოტი ლიდერები, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან ოპოზიციაში სურათს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა