კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჩოხატაურში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ნახვები: 455 საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჩოხატაურში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ჩოხატაურში, ადგილობრივ მოსახლეობასთან, პედაგოგებთან, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს,- ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის, ასევე ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზები, გენდერული სტერეოტიპები და ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები.

„საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.

ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა