თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შსს-მ ხუთი პირი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა

ნახვები: 501 პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შსს-მ ხუთი პირი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა

14 მარტს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდნენ, რაც ევროპის კავშირის, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას ან სხვა სახელმწიფოს დროშის, გერბის შებღალვას გულისხმობს და ფიზიკური პირის 1 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლო ადმინისტრაციულ დარღვევასთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება. მათივე ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა