კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ილია დარჩიაშვილი - ჯეიმს კლევერლთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, ენერგოუსაფრთხოების საქმეში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე

ნახვები: 567 ილია დარჩიაშვილი - ჯეიმს კლევერლთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, ენერგოუსაფრთხოების საქმეში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე

ჯეიმს კლევერლთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე. ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საუბრისას აქცენტი გაკეთდა სატრანზიტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის მნიშვნელობაზე. ამასთან, როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, დეტალურად განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

„ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის მზარდ მნიშვნელობაზე როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიური და ენერგეტიკული მიმართულებით. ახალი რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და დაკავშირებადობის აქტუალურობაზე. აქცენტი გავაკეთეთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის მნიშვნელობაზე. დეტალურად განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რაც მკვეთრად დამძიმდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად. გავცვალეთ ინფორმაცია უკრაინის მხარდაჭერის მიზნით გაწეული აქტიური ძალისხმევის შესახებ, იქნება ეს პოლიტიკური, დიპლომატიური თუ ჰუმანიტარული მიმართულებით. აღინიშნა, რომ სწორედ საქართველო იყო პირველი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა რუსეთის აგრესია და მისი თანმდევი შედეგები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა