კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯეიმს კლევერლი - მოგიწოდებთ, გააძლიეროთ ვალდებულებები მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლოსთან დაკავშირებით

ნახვები: 490 ჯეიმს კლევერლი - მოგიწოდებთ, გააძლიეროთ ვალდებულებები მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლოსთან დაკავშირებით

დემოკრატიის გამყარებისთვის და თქვენი ინსტიტუტების გაძლიერებისთვის მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, ძირი გამოგითხარონ, მოგიწოდებთ, გააძლიეროთ ვალდებულებები მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯეიმს კლევერლიმ აღნიშნა, საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. ამასთან, მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო არის და დარჩება საქართველოს მტკიცე და ურყევ მეგობრად.

„ჩვენი ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობა სცდება სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს და მოიცავს ერთობლივ სამუშაოს, კიბერუსაფრთხოებისა და დეზონფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, 1987 წელს მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს თქვენი ინსტიტუტები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, ძირი გამოგითხარონ, მოგიწოდებთ, განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, აყვავებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს მტკიცე, ურყევ მეგობრად. მე ძალზე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში და ველოდები, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა