თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ტიერი ანრი - თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვარაცხელიას დაიმატებს, ჯორჯ ბესტის ეპოქა დაბრუნდება

ნახვები: 617 ტიერი ანრი - თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვარაცხელიას დაიმატებს, ჯორჯ ბესტის ეპოქა დაბრუნდება

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ინგლისური გამოცემა „სანი“ წერილს აქვეყნებს, სადაც ავტორი ამტკიცებს, რომ ქართველი მოთამაშით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული. ამ თემაზე CBS Sports-თან ტიერი ანრიმაც ისაუბრა.

კვარაცხელიამ ამ სეზონში სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა. 22 წლის ფეხბურთელი საოცარ ფორმაშია, მას „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდასა და გუნდის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, „ოქროს ბურთის“ მფლობელს, ჯორჯ ბესტს ადარებენ.

სერია A-ში „ატალანტასთან“ გატანილი განსაცვიფრებელი გოლის შემდეგ მილანის „ინტერის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტიან ვიერიმ აღფრთოვანება ვერ დამალა: „მის მიერ გატანილი გოლი ნამდვილი სიგიჟე იყო“, – თქვა ვიერიმ.

„თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვარაცხელიას ტრანსფერს განახორციელებს, მანჩესტერში ჯორჯ ბესტის ეპოქა დაბრუნდება. ვიმედოვნებ, რომ კვარაცხელია თამაშს ასევე გააგრძელებს, „ნაპოლი“ კი იტალიის ჩემპიონი გახდება – ნეაპოლელები კონკურენტებს დიდი უპირატესობით უსწრებენ. სპალეტის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსიც აქვს“, – ამის შესახებ საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ლეგენდამ, ტიერი ანრიმ CBS Sports-თან განაცხადა.

„სერია A-ში „ნაპოლი“ კონკურენტს 18 ქულით უსწრებს და 1990 წლის შემდეგ პირველად აქვს ტიტულის მოპოვების შანსი. მაშინ გუნდი ჩემპიონობამდე არგენტინელმა ლეგენდამ, დიეგო მარადონამ მიიყვანა, ახლა კი ტრიუმფის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა ჩამოსვლისთანავე „კვარადონა“ შეარქვეს. ქართველმა სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჩემპიონთა ლიგაში მისი პირველი „გარღვევა“ ნეაპოლში „ლივერპულთან“ მატჩი იყო, როდესაც „ნაპოლიმ“ მეტოქე 4:1 გაანადგურა, იმ მატჩში კვარაცხელიამ გაიბრწყინა. ხვიჩა იტალიის სერია A-ს ლიდერია შედეგიანი მოქმედებების რაოდენობით, ამ მხრივ მხოლოდ „მილანის“ ფეხბურთელს, რაფაელ ლეაოს ჩამორჩება.

ჯორჯ ბესტთან შედარების მიუხედავად, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კვარაცხელიას ტრანსფერში კონკურენციას რამდენიმე კლუბი გაუწევს – როგორც ამბობენ, ქართველი ვუნდერკინდის დასამატებლად „ნიუკასლი“, „ჩელსი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და მადრიდის „რეალი“ იბრძვიან“, – წერს „სანი“.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა