კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - თებერვლის სავალუტო შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა

ნახვები: 479 თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - თებერვლის სავალუტო შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა

თებერვალში, საგარეო ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების წმინდა შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა და როგორც აბსოლუტურ მოცულობაში, ისე მშპ-ისთან მიმართებით, ამ მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ტურიზმისა და გზავნილების დინამიკა მოლოდინების შესაბამისი იყო, თუმცა ექსპორტი და განსაკუთრებით იმპორტი უფრო ზომიერ დინამიკას აჩვენებდა. ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს თიბისი კაპიტალის 6.4%-იან ზრდის სცენართან დაკავშირებით, თუმცა გასათვალისწინებელია მაღალი საბაზო ეფექტი და სავარაუდოდ, ერთჯერადი ფაქტორებიც. საგარეო ვაჭრობის დეტალური სტატისტიკა ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ბუნებრივია, ბოლო პერიოდში, სავალუტო შემოდინებებში რუსეთის წილი მზარდია, თუმცა ის, სხვადასხვა დაშვების გათვალისწინებით, მაინც ზომიერ დონეზე ნარჩუნდება. ამ საკითხზე, თიბისი კაპიტალის შეფასება უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

 

ამავდროულად, მიუხედავად გაუმჯობესებული წმინდა სავალუტო შემოდინებებისა, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სადღეისოდ, ეს ლარის მატერიალური გამყარების საკმარისი წინაპირობა არ არის, რადგანაც ინფლაციის შემცირება კვლავ საბაზო სცენარია და ასევე, ლარის საშუალო კურსი, მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით, მცირედით, მაგრამ მაინც უფრო გამყარებულია. ეკონომიკის ზრდისა და ინფლაციის ნორმალიზება კი, ძლიერ სავალუტო შემოდინებებთან ერთად, ლარში განაკვეთების შემცირების მნიშვნელოვანი არგუმენტია. ამ მხრივ, თავისთავად, გასათვალისწინებელია საერთაშორისო საფინანსო სისტემაში არსებული სირთულეები და გაურკვევლობა, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად, შემცირდა ამერიკის სახაზინო ობლიგაციების 10 წლიანი განაკვეთი, რაც, ცალკე აღებული, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შერბილების ასევე მხარდამჭერი არგუმენტია.

 

გაეცანით პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა