კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ხმალაძე - ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა ძალაში შევიდა, დღეიდან შეწყვეტილია „ა“ კატეგორიის ნებართვების გაცემა

ნახვები: 507 ირაკლი ხმალაძე - ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა ძალაში შევიდა, დღეიდან შეწყვეტილია „ა“ კატეგორიის ნებართვების გაცემა

ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა უკვე შევიდა ძალაში. დღეიდან შეწყვეტილია „ა“ კატეგორიის ნებართვების გაცემა. პირველ აპრილს მოხდება ახალი ნებართვების დარიგება იმ პირებზე, ვინც აქამდე ფლობდნენ „ა“ კატეგორიის ნებართვებს. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას ველოდებოდით კიდევაც, განსაკუთრებით, უკანასკნელ დღეებში, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, პირველ აპრილს სისტემა დააგენერირებს დაახლოებით 35 ათასს „ა“ კატეგორიის ნებართვას, რომლბიც დაურიგდება 35 ათასს ფიზიკურ პირს.

„უკანასკნელ დღეებში დაახლოებით სამი-ოთხი ათასით მოიმატა მსურველთა რაოდენობამ. მუნიციპალიტეტი ყველას მოემსახურა. განსაკუთრებით დიდი ზეწოლა იყო შაბათ დღეს, რეკორდული რაოდენობა გაიცა. მნიშვნელოვანია, რომ პირველად თბილისში შეიქმნა ტაქსის ნებართვის ბაზარი, რომელსაც მუნიციპალიტეტი მოემსახურება ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით. პირველი აპრილიდან უკვე ამოქმედდება taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია, სადაც შესაძლებელი იქნება ნებართვების მართვა იმ რეჟიმით, რომელსაც რეფორმის მესამე ეტაპი ითვალისწინებს“, – განაცხადა ხმალაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა