კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს ნაკრებმა შეკრება არასრული შემადგენლობით დაიწყო

ნახვები: 591 საქართველოს ნაკრებმა შეკრება არასრული შემადგენლობით დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მარტში ჩასატარებელი მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა დღეს „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი”, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), საბა კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე (“დინამო” მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია),  საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

მოთამაშეები, რომლებსაც საკლუბო მატჩები კვირას ჰქონდათ, ეროვნულ გუნდს ხვალ შეუერთდებიან.

გუნდი ორ შეხვედრას გამართავს – 25 მარტს მონღოლეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება, ხოლო 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას უმასპინძლებს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება. საქართველოს ნაკრები თბილისში მოემზადება, ბათუმში კი 24 მარტს გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), საბა კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა