თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

აშშ უკრაინას 350 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

ნახვები: 477 აშშ უკრაინას 350 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 350 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს HIMARS-ის რაკეტებს და ჭურვებს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ჰაუბიცებისთვის, ასევე საბრძოლო მასალებს Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის, HARM-ის რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, მდინარის კატარღებს და სხვა აღჭურვილობას.

„რუსეთს შეუძლია, დამოუკიდებლად დაასრულოს ეს ომი. ვიდრე ეს არ მოხდება, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ეს უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების 34-ე პაკეტია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა