თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ევროკავშირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამოქმედო გეგმის „სტრატეგიული კომპასის“ შესრულების შესახებ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა

ნახვები: 418 ევროკავშირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამოქმედო გეგმის „სტრატეგიული კომპასის“ შესრულების შესახებ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკავშირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამოქმედო გეგმის „სტრატეგიული კომპასის“ შესრულების შესახებ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა წარადგინა. დოკუმენტში აღმოსავლეთ პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებაც არის საუბარი.

ანგარიშის თანახმად, უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის მინიჭებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპული პერსპექტივა უზრუნველყოფს მყარ საფუძველს თანამშრომლობის დღის წესრიგის გასაღრმავებლად.

„ჩვენ ერთგულება აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, კიდევ უფრო გაძლიერდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპული პერსპექტივა უზრუნველყოფს მყარ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გასაღრმავებლად. ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდასაჭერად მათი ინსტრუმენტების მთელი სპექტრის მობილიზება მოახდინეს, რამაც 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, შეადგინა სულ მცირე 67 მილიარდი ევრო სამხედრო, ფინანსური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის სახით. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი დიალოგი და კონსულტაციები საქართველოსთან და მოლდოვასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე და ორივე ქვეყანას აღმოვუჩინეთ კონკრეტული მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდის და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით, რაც მიზნად ისახავს მათი მდგრადობის გაძლიერებას, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეების კვლევა. ეს ძალისხმევა უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს მომავალ თვეებში“, – ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში.

ევროკავშირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამოქმედო გეგმა „სტრატეგიული კომპასი“ 2022 წლის მარტში დაამტკიცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა