თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ მიკერძოებულ და უსამართლო დასკვნებს

ნახვები: 531 ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ მიკერძოებულ და უსამართლო დასკვნებს

მე გავეცანი ძალიან მოკლედ ანგარიშს და ძირითად აქცენტებს, სამწუხაროა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშზე, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

„მინდა, აღვნიშნო, რომ თქვენ მიერ ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის მხოლოდ სპეკულაციები და ცალკეული, პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილი ცრუ, მოგონილ ინფორმაციებზე, ასე ვთქვათ დასკვნებსა და ანგარიშზე დაყრდნობილი. ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო. მინდა, გითხრათ მთავარი, რომ ათი წლის წინ და უფრო ადრეც, როცა მაგალითად, ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედია თავისუფლება საერთოდ არ არსებობდა, არც ერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა. მე არ მახსენდება ფაქტები, რომელიც მაგალითად, სახელმწიფო ანგარიშში არის მოყვანილი, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მეორე მხრივ, ჩვენ ვართ ღია დემოკრატია, გახსნილი დემოკრატია, თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა თავისუფალი, მათ შორის მედია საშუალებებს, კრიტიკული მედია საშუალებების მიერ მომზადებულ ანგარიშებს თუ ინფორმაციებს, თუმცა მათი ინფორმაციების 100% არ არის დაყრდნობილი ფაქტებზე, არამედ ეს არის მოგონილი, ცრუ ინფორმაციები.  ფაქტია, რომ ამდენი, ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს საქართველოში, რომლებიც სამწუხაროა, რომ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ მთელს მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას, რაც რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჩვენი ხალხის ინტერესებში, ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ უყურებთ, რომ დღეს გვაქვს სრული თავისუფლება, არასამთავრობო სექტორს, მედია საშუალებებს, ყველგან. აი, მაგალითად ტელეკომპანია „ტვ პირველი“, არის ძალიან კრიტიკული, ხშირად, უმეტეს წილად არ ეყრდნობა და არ ამოწმებს  ფაქტებს, საზოგადოებას ესაუბრება ტყუილებით, ავრცელებს ტყუილებს, მაგრამ ეს ნორმალურია, ეს არის დემოკრატიის ნაწილი. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლეს ვერც ერთი ანგარიში ვერ აღუდგება წინ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა