თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კობახიძე - არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება, რადიკალურ ოპოზიციას ვურჩევ, ნაცვლად თვითდამაზიანებელი რიტორიკისა, კონცენტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებზე

ნახვები: 529 ირაკლი კობახიძე - არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება, რადიკალურ ოპოზიციას ვურჩევ, ნაცვლად თვითდამაზიანებელი რიტორიკისა, კონცენტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებზე

ვინმეს თუ რიგგარეშე არჩევნები არ აწყობს, მათ შორის საარჩევნო სისტემისა და ორწლიანი უფლებამოსილების გათვალისწინებით, ასევე რეიტინგებით, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სწორედ რადიკალური ოპოზიცია საუბრობს ხოლმე რიგგარეშე არჩევნებზე.

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება – 2024 წლის ოქტომბერში. საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება რამდენიმე თვეში უნდა დაიწყონ. თვითდამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად, მათ ვურჩევ, რომ დაკონცენტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

რადიკალურ ოპოზიციას მოვუწოდებ, მათ შორის ენჯეოებს, მედიასაშუალებებს, რომლებიც არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, თავი შეიკავონ ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის ლიბერალურ-ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებს საქართველოში, ინიცირებულია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.

„მე ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ზოგადად ამ ფაშისტური კამპანიის წარმოებისგან. დიტო სამხარაძეს აქვს თავისი დამოკიდებულება „ნაცმოძრაობისადმი„, რასაც აქვს კონკრეტული საფუძველი, კონკრეტული მიზეზი და ეს საფუძველი და მიზეზი აბსოლუტურად მესმის. აქ საუბარია ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც გამოირჩეოდა თავის დროზე ადამიანების წამებით, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ათიათასობით ბიზნესმენი დაარეკეტა. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც რუსეთის ფედერაციას ჩააბარა ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი, რომელიც შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და მთლიანად მედიასივრცის მონოპოლიზაცია შეძლო თავის დროზე. ახლა ასეთი პოლიტიკური პარტიის მიმართ რომ აქვს დიტო სამხარაძეს ხისტი დამოკიდებულება, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მოვუწოდებ მათ და მათ შორის ენჯეოებს, მედიასაშუალებებს, რომლებიც არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, თავი შეიკავონ ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიისგან“, – განაცხადა კობახიძემ.

„ბოლშევიკური ტროიკა“ დადის ევროკავშირის დერეფნებში და აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ისინი პირდაპირ არიან ჩართული ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში, რომლის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს სტატუსი.

„ეს არის ერთგვარი „ბოლშევიკური ტროიკა“, მათ ძალიან უხდებათ ეს სახელი. ისინი ვერც მალავენ, რომ აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის წინააღმდეგ. ევროკავშირის დერეფნებში დადიან და აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა და ისინი პირდაპირ არღვევენ კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლის მიხედვით, თითოეული დეპუტატი უნდა იყოს პასუხისმგებელი ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაზე. ამ პირობებში პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას სტატუსის წინააღმდეგ, ადრე აწარმოებდნენ აგიტაციას ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი აჩვენებს მათ დამოკიდებულებას საკუთარი სახელმწიფოს, ქვეყნის მიმართ. ისინი პირდაპირ არიან ჩართული ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში, რომლის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა