კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე - რადიკალური ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს რადიკალიზმით კვებავს

ნახვები: 496 მამუკა მდინარაძე - რადიკალური ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს რადიკალიზმით კვებავს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას სინამდვილეში რიგგარეშე არჩევნები არ აწყობს, რადგან არჩევნებში დამარცხდება.

მდინარაძის თქმით, ისინი, უბრალოდ, ცდილობენ, „რადიკალური ფრთის მომხრე საზოგადოება რადიკალიზმით გამოკვებონ“.

„რადიკალური ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს რადიკალიზმით კვებავს, სინამდვილეში, რიგგარეშე არჩევნების არანაირი მოთხოვნა არ აქვთ. ვისაც შეიძლება, რიგგარეშე არჩევნები არ აწყობდეს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რადგან პირწმინდად წააგებენ, როგორც წინა დანარჩენ შემთხვევაში. ეს არის მათი მხრიდან ერთადერთი „ტრიუკი“, რაც გამოყენებულია, რათა რადიკალური ფრთის მომხრე საზოგადოება რადიკალური მეთოდით გამოკვებონ. ამას სხვა მიზანი არ აქვს, დარწმუნებული ვარ, რეალური მიზანი არ აქვთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა