კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კვარაცხელიას ღირებულება 25 მილიონით გაიზარდა

ნახვები: 536 კვარაცხელიას ღირებულება 25 მილიონით გაიზარდა

ხვიჩა კვარაცხელიას პირობითი სატრანსფერო ფასი 25 მილიონით გაიზარდა და სარეკორდო ციფრს მიაღწია – „ტრანსფერმარკტი“ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ მოთამაშეს უკვე 85 მილიონ ევროდ აფასებს.

22 წლის თავდამსხმელი გასული წლიდან ქართველ ფეხბურთელებში რეკორდსმენი იყო, ახლა კი, გერმანული სამენეჯერო პორტალის შეფასებით, ადგილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სიაში დაიმკვიდრა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ფასი „ნაპოლიში“ გადასვლამდე 15 მილიონი ევრო იყო, შემდეგ ჯერ 35 მილიონი გახდა, 2022 წლის ბოლოს კი ქართველის გრაფაში 60 მილიონი ჩაწერეს, ხოლო მარტის განახლებულ მონაცემებში 85 მილიონია. გასული წლის 5 მაისიდან 2023 წლის 21 მარტამდე მისი შეფასება 70 მილიონით გაიზარდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა ჩაიწერა და, საერთო შეფასებით, დიდ როლს თამაშობს, რომ 30 წლის შემდეგ „ნაპოლი“ საჩემპიონო ტიტულს მიუახლოვდა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა