Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ტელეკომოანია "ფორმულა" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 464 ტელეკომოანია "ფორმულა" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თავდასხმის სამიზნე დავით კეზერაშვილი სწორედ ფორმულას 51%-იანი წილის ფლობის გამო გახდა - ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულა საგენგებო განცხადებაში საუბრობს. 

ტელევზიაში ამბობენ, რომ "ფორმულას დამფუძნებლის წინაამდეგ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. 

ტელეკომპანია ფორმულა, მისი მენეჯმენტი და თანამშრომლები, შეშფოთებულნი ვართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიმართულია ტელევიზიის დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დავით კეზერაშვილს დაუსაბუთებლად დაეკისრა თავდაცვის სამინისტროსთვის 5 060 000 ევროს გადახდა. გვაქვს ყველა არგუმენტი იმისთვის, რომ მტკიცედ გვჯეროდეს - ამ თავდასხმის სამიზნე დავით კეზერაშვილი სწორედ ფორმულას 51%-იანი წილის ფლობის გამო გახდა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ერთადერთი ფასეული ქონება, რომელსაც კეზერაშვილი საქართველოში ფლობს, სწორედ ფორმულას 51%-იანი წილია. შესაბამისად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს: საქმის მიმდინარეობისას ადვოკატებმა წარმოადგინეს წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ბრალდება თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის მიყენების თაობაზე შეთითხნილია და ნათლად მიუთითებს საქმის პოლიტიკურ მდგენელზე.

საზოგადოებას მოკლედ შევახსენებთ, რომ ზიანის ანაზღაურება დავით კეზერაშვილს დაეკისრა საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყებას კი წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის მუქარა საპარლამენტო ტრიბუნიდან -"მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს”. ხაზგასასმელია ისიც, რომ შალვა თადუმაძე, რომელიც საქმის გასაჩივრებისას გენერალური პროკურორი იყო, უზენაეს სასამართლოში მას მოსამართლის ამპლუაში დახვდა.

ჩამოთვლილი გარემოებების ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და მთავარი საერთაშორისო პარტნიორების აღქმა ერთმნიშვნელოვანია - სასამართლოს კრიტიკული მედიის შესავიწროებლად იყენებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ გუშინ, 20 მარტს გავრცელებულ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებისა და მისი თავისუფალ მედიაზე გავლენის შესახებ ვკითხულობთ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იურისტები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. სამართლებრივი პროცედურების პარალელურად, ტელეკომპანია ფორმულა და მისი გუნდი განვაგრძობთ მუშაობას საზოგადოების ინფორმირებისთვის - გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გამორჩეულად რთულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წინ აღვუდგეთ სახელისუფლებო პროპაგანდას, ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისა და დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის ტენდენციებს. ზეწოლის მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით ხელისუფლება ხელს ვერ აგვაღებინებს იმაზე, რაც საკუთარ მისიად მიგვაჩნია - ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცვაში, მოქალაქეების სანდო, გადამოწმებული ინფორმაციით მომარაგების გზით"- წერია განცხადებაში. 

სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო და მას  5 მლნ ევროს გადახდა  დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს გამოაცხადა.  

თავდაცვის სამინიტრო ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელს  ზარალის ანაზღაურებას  უწყებაში ჩატარებული ფიქტიური წვრთნების და 5 მილიონი  ევროს გაფლანგვისთვის სთხოვს. 

კეზერაშვილის ადვოკატი განაჩენის აბსურდულობაზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ მოცემულ საქმეში სახელმწიფოს ინტერესს მხოლოდ ტელეკომპანია "ფორმულას" გაჩუმება წარმოადგენდა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა