Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience
ევროპის საბჭო უკრაინაში თანასწორობის დაცვის კუთხით პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ბოშებისა და ლგბტი ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას მოითხოვს
Council of Europe urges Ukraine to strengthen protection of Roma and LGBTI people against discrimination

სია გრძელია - შალვა რამიშვილს რამდენიმე ქალი სექსუალურ ძალადობაში ამხელს

ნახვები: 590 სია გრძელია - შალვა რამიშვილს რამდენიმე ქალი სექსუალურ ძალადობაში ამხელს

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი სექსუალურ შევიწროებაშია დადანაშაულებული. შალვა რამიშვილს 
რამდენიმე ქალი სექსულურ ძალადობაში ერთდროულად ამხელს. მაკო ჯაბუამ, გვანცა ბუდაღაშვილმა და სოფო ახლაიამ სოციალურ ქსელში პოსტები გამოაქვეყნეს. სამივე ქალი ამბობს, რომ პრორუსული ტელეკომპანიის ბოსთან გასაუბრებაზე მისულები რამიშვილმა სექსულურად შეავიწროვა.

მაკო ჯაბუამ 20 მარტს Facebook-ზე დაწერა, რომ რამიშვილმა დაახლოებით 7-8 წლის წინ, სამსახურთან დაკავშირებით გასაუბრების დროს შეავიწროვა. 

ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბრისთვის აქამდე მზად არ იყო.

შევიწროებაზე საუბრობს გვანცა ბუდაღაშვილი. მან Facebook-ზე დაწერა, რომ შემთხვევა 2018 წელს მოხდა, როცა POSTV მხოლოდ ონლაინ მედია იყო. მისი თქმით, რამიშვილმა თვითონ მიწერა და უთხრა, რომ გადაცემისთვის ახალ სახეებს ეძებდა.

 

 

POSTV-იმ განცხადება გაავრცელა, სადაც ამ ისტორიებზე პასუხი არაა. ტელეკომპანია ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ კამპანიაში "ლიბერალ-ფაშისტები" არიან ჩართულები. განცხადებაში ლაპარაკია ნინო ლომჯარიაზე და ეთიკის ქარტიაზე. ხელისუფლებასთან აფილირებული ტელეკომპანია ამბობს, რომ "ფეიკების მამხილებელ ტელევიზიას ფეიკებით ვერ შეაშინებენ".

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა