კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას - სტუდენტები აქციებს აანონსებენ - რას უკავშირდებოდა რეიდი სტუდქალაქში?!

ნახვები: 557 ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას - სტუდენტები აქციებს აანონსებენ - რას უკავშირდებოდა რეიდი სტუდქალაქში?!

"არ გვეშინია" - სტუდენტები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდები ამბობენ, რომ 7-8 მარტის მანიფესტაციის შემდეგ, სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიცია დაშინებისთვის მიუგზავნეს და პირადი ინფორმაცია მოსთხოვეს. 

სტუდენტები ხელისუფლების მხრიდან მათი "გაშავების" კამპანიაზე საუბრობენ. 

„სტუდენტები ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას. იმართება აქციები, დაგეგმილია რამდენიმე აქცია, მათ შორის დღესაც. ასევე იქნება 31 მარტსაც დაგეგმილი აქცია. პირველივე დღეებიდან, აქტიურად არის ჩართული სამთავრობო ძალები, მათ შორის რამდენიმე სამთავრობო მედია იმ ამბავში, რომ გააშავოს სტუდენტები უწოდოს მათ რაიმე შეურაცხმყოფელი სახელები, მიაკრას მათ იარლიყები, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ამას არ გადაყლაპავს, ჩვენი საზოგადოება ამას არ იჯერებს" - ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლაშა ქვლივიძე.

კიდევ ერთი სტუდენტის, ნიკო მანაგაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებას სტუდენტებმა ხმა გააგებინოს. 

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ, დაინახა ახალგაზრდებში და განსაკუთრებით სტუდენტებში საფრთხე, მათ გადაწყვიტეს ზეწოლის გაძლიერება სტუდენტებზე, მათ შორის ეს გამოიხატა იმაში, რომ პოლიცია შევიდა ბაგების საერთო საცხოვრებელში სტუდენტებს მოსთხოვა კონკრეტული ინფორმაცია. ამას ალბათ ჰქონდა მათი მხრიდან ერთგვარი დაშინების ეფექტი და სწორედ ამიტომ, დღეს მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტმა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია“ - განახცადა სტუდენტმა ნიკო მანაგაძემ.

სტუდენტების პირველი აქცია დღეს 14:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება. 

ცნობისთვის, საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტების საერთო საცხოვრებელში პოლიცია შაბათს შევიდა. 

 

tvpirveli.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა