კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - პარტიების დაფინანსება ხდება შემოვლითი გზით, უცხოური წყაროებიდან, ამის ერთ-ერთი მაგალითია „დროა“

ნახვები: 578 ირაკლი კობახიძე - პარტიების დაფინანსება ხდება შემოვლითი გზით, უცხოური წყაროებიდან, ამის ერთ-ერთი მაგალითია „დროა“

სერიოზული პრობლემაა, რომ ხდება პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით, უცხოური წყაროებიდან, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „დროას“ დაფინანსება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არ არის გამჭვირვალე, იყო ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა გამჭვირვალობას, თუმცა ეს კანონი გაწვეული იქნა, აქედან გამომდინარე დღესაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არ არის გამჭვირვალე.

„დაგისახელებთ კონკრეტულ ორგანიზაციებს და ვერსად ვერ ამოიკითხავთ ინფორმაციას იმაზე, ვინ რამდენით აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს. ეს არის სერიოზული პრობლემა, ასევე სერიოზული პრობლემაა, რომ ხდება პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით უცხოური წყაროებიდან, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „დროას“ დაფინანსება. არის შექმნილი ფეიკენჯეო, „დროა“, იგივე სახელით იგივე ლოგოთი, ეს არის ფიქტიური, ქაღალდზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება გარე წყაროებიდან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. ეს არის ჩვენთვის გაუგებარი პრაქტიკა და ამაზე გავაგრძელებთ საუბარს ყველგან, საზოგადოებას მივწვდით ინფორმაციას და ამაზე საუბარი გაგრძელდება ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა