კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე სამადაშვილი - ვერანაირი სამარცხვინო კამპანია ვერ გადაიტანს ყურადღებას ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანისგან, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ნახვები: 440 სალომე სამადაშვილი - ვერანაირი სამარცხვინო კამპანია ვერ გადაიტანს ყურადღებას ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანისგან, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ, რუსეთის დავალებით მორიგ ჯერზე გამოაგორა ახალი კამპანია, როგორიც არის „გარეჯი საქართველოა“, დიახ, გარეჯი არის საქართველო და საქართველო იქნება ევროკავშირის სახელმწიფო, ოღონდ ამას ქართველი ხალხი მიაღწევს მიუხედავად იმ ხელისუფლებისა, რომელიც დღეს მართავს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ვერანაირი სამარცხვინო კამპანია, როგორიც არის მორიგ ჯერზე გაცოცხლება მოსკოვში მომზადებული თემების, ვერ გადაიტანს ყურადღებას ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანისგან,  რომ ქვეყანამ ამ წლის ბოლოსმიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი.

„მსურს, საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ტენდენციას, რომელიც უკვე ძალიან მყარად ჩამოყალიბდა როგორც ევროკავშირში, ასევე აშშ-ში, როდესაც ჩვენი პარტნიორები ძალიან ხმამაღლა საუბრობენ, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის არჩევანს, ქართველი ხალხის ნებას, იყოს ცივილიზებული დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. როდესაც მოსკოვში, რუსეთის დუმის წარმომადგენელი, ვინმე კალაშნიკოვი საუბრობს, რომ დღის წესრგიში უნდა დადგეს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, უვიზო მიმოსვლა, ამის პარალელურად მსურს, საზოგადოებას შევახსენო, გუშინ აშშ-ის სენატში საგარეო კომიტეტში ხმამაღალი განცხადება გაკეთდა, რომ დიახ, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, არის დასავლეთი, მაგრამ დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომლის პოლიტიკაც მიზანმიმართულად ხელს უშლის ამ დღის წესრიგს. ამასთან ერთად, მინდა, აუცილებლად აღვნიშნო ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას აქვს აშშ-დან, სადაც სენატში ასევე გაჟღერდა წინადადება, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალურ ცენტრად, რაც ნიშნავს რა თქმა უნდა, ამ ქვეყნისთვის უამრავ ახალ შესაძლებლობას. ჩვენს და ჩვენი ევროპულ მომავალს შორის დღეს არის ერთადერთი დაბრკოლება, ეს არის „ქართული ოცნება“. სწორედ ამიტომ არის, რომ რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ, რუსეთის დავალებით მორიგ ჯერზე გამოაგორა ახალი კამპანია, როგორიც არის „გარეჯი საქართველოა“. დიახ, გარეჯი არის საქართველო და საქართველო იქნება ევროკავშირის სახელმწიფო, ოღონდ ამას ქართველი ხალხი მიაღწევს მიუხედავად იმ ხელისუფლებისა, რომელიც დღეს მართავს ჩვენს ქვეყანას.

მინდა, ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ვერანაირი სამარცხვინო კამპანია, როგორიც არის მორიგ ჯერზე გაცოცხლება მოსკოვში მომზადებული თემების, როგორიც არის „გარეჯი საქართველოა“, მორიგ ჯერზე საუბარი, რომ ახლა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოდანაც უნდა გააძევონ და ამითი შექმნან დამატებითი პრობლემა, ვერ გადაიტანს ყურადღებას ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანისგან, რომ ქვეყანამ ამ წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა