კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი“ - თამარ გაბუნია

ნახვები: 428 „სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი“ - თამარ გაბუნია

„ჟანგბადის მოწოდებისა და მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია. ამ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, როგორც იცით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი," - განაცხადა დღეს, 31 აგვისტოს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით ლოჯისტიკური პროცესი ძალიან დატვირთულია, თუმცა ჯერჯერობით ჟანგბადის მიწოდებაში პრობლემა ერთ კლინიკასაც არ შექმნია.

„ჩვენ ვთხოვთ კლინიკებს, რომ გამოიყენონ ჟანგბადის რაციონალური გამოყენების რეკომენდაციები, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს. ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, იკარგებოდა ჟანგბადი და პაციენტი მას ვერ იყენებდა. ასეთი ტიპის ხარვეზები რომ აღმოიფხვრას, ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კლინიკებთან," - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ჟანგბადის დეფიციტი იყო და ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგები ე.წ. შიდა ჩატში გააფრთხილა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა