ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...
ელენე ხოშტარია: თუ სიტყვისთვის ადამიანის დაპატიმრებას შევეგუებით, მონობას ჩვენი ხელით მოვაწერთ ხელს
ვახო სანაია: ვერანაირი ჯარიმა თუ პატიმრობა ვერ მაიძულებს, შევიზღუდო სიტყვის თავისუფლება
აშშ-ის გენერალი: უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი პირველად ჩამოაგდო

ეროვნული ბანკი გიორგი ბრწყინვალეს თემაზე ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

ნახვები: 518 ეროვნული ბანკი გიორგი ბრწყინვალეს თემაზე ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გამოშვებას აგრძელებს „საქართველოს მეფეების“ სერიიდან  და ამჯერად 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს მეფე გიორგი ბრწყინვალეს უძღვნის, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოქროს მონეტის  ფასი 1370  ლარია, ხოლო ვერცხლის – 88 ლარია.

2023 წლის 27 მარტიდან წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება:

საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00);

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10 ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00)

წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელია დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძვლზე.

2023 წლის 3 აპრილიდან წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიით,  მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულებისა და მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: www.moneymuseum.nbg.gov.ge

მომხმარებლებს, რომელთაც წინასწარ შეუკვეთეს მონეტა, მონეტების მიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ მათ ელ. ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებაში.

2023 წლის 10 აპრილიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ფულის მუზეუმში.

თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა, მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე გიორგი ბრწყინვალეს გამოსახულება, მას ერთ ხელში სასწორი უჭირავს, როგორც მის მიერ გატარებული სამართლის რეფორმის სიმბოლო (აღნიშნული დეტალი ვერცხლის მონეტაზე მოოქროვილია), მეორე ხელში კი – გრაგნილი, რომელზე „ძეგლის დადების“ დასაწყისი ტექსტია დატანილი. მონეტაზე, ასევე, დატანილია წარწერა „გიორგი ბრწყინვალე“ და მისი მეფობის წლები 1299-1346.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს გიორგი ბრწყინვალეს გვირგვინის გამოსახულება (რომლის შექმნისას გამოყენებულია ბაგრატიონთა სამეფო გვირგვინის და XV ს-ის ფსალმუნის ქართული ხელნაწერის მინიატურების დეტალები) მონეტაზე დატანილია წარწერები: „5 ლარი“, ასევე, „საქართველო“, 2023, GEORGIA, რომელთა შორის გამოსახულია მეფის სამოსზე არსებული ორნამენტი ავერსიდან“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა