კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანალენა ბერბოკის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ნახვები: 488 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანალენა ბერბოკის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის, ანალენა ბერბოკის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გერმანელი დიპლომატი მისმა ქართველმა კოლეგამ,ილია დარჩიაშვილმა გააცილა.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ანალენა ბერბოკს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. გერმანელმა დიპლომატმა შეხვედრა ასევე გამართა მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან. ანალენა ბერბოკი ასევე მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ანალენა ბერბოკი ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პირველმა დიპლომატმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა