კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაატა მანჯგალაძე - სამი რამ ეღობება საქართველოს ევროკავშირში შესვლას - კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი, ესენი არიან ჩაწოლილი კარში და არ გვიშვებენ ევროკავშირში

ნახვები: 462 პაატა მანჯგალაძე - სამი რამ ეღობება საქართველოს ევროკავშირში შესვლას - კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი, ესენი არიან ჩაწოლილი კარში და არ გვიშვებენ ევროკავშირში

სამი რამ ეღობება საქართველოს ევროკავშირში შესვლას - კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი, ესენი არიან ჩაწოლილი კარში და არ გვიშვებენ ევროკავშირში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ნიჰილიზმსა და შიშს თესავს მოსახლეობაში ომისა საფრთხისა და იმის გამეორებით, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა.

„რომ აიღო პრემიერ-მინისტრის 2014 წლის გამოსვლა, სხვა გამოსვლები, ერთი ერთში იმეორებს იმავე ნარატივს, ვერ ვითარდება პრემიერი, ოღონდ შემოამატა უკრაინა და დაამატა დასავლელი პარტნიორების ლანძღვა. პრემიერი რას ნიშნავს, ხელისუფლება რას ნიშნავს? ნიჰილიზმი და უიმედობა კი არ უნდა გააღვივო, კი არ უნდა დათრგუნო ომის საფრთხით შენი მოსახლეობა, პირიქით, საფრთხეზეც ისაუბრე, მაგრამ პერსპექტივა დაანახე. მესამე მსოფლიო ომზე დაიწყო საუბარი, თითქოს რაიმე ფორმით ზეგავლენა შეუძლია საქართველოს მესამე მსოფლიო ომის აცილებაზე. რუსეთი ბირთვული სახელმწიფოაო - სულ ბირთვული სახელმწიფო იყო რუსეთი. როცა ახალგაზრდებმა თავისუფლება მოინდომეს, მაშინაც ეუბნებოდნენ, ეს ბირთვული სახელმწიფოა არ გინდათ თავისუფლებაო. ახლა იმავეს გვეუბნებიან იგივე ხალხის სულიერი მემკვიდრეები, რომ ევროპა და ნატო არ გვინდა, რუსეთი ბირთვული სახელმწიფოაო. არ დაიჯეროთ ხალხო, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, საქართველო ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და ის გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

სამი რამ ეღობება საქართველოს ევროკავშირში შესვლას - კობახიძე, ღარიბაშვილი ივანიშვილი, ესენი არიან ჩაწოლილი კარში და არ გვიშვებენ ევროკავშირში“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ევროკავშირის მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულება ღირსების შემლახველად მიაჩნიათ და ბიძინა ივანიშვილის მითითებებით მოქმედება - არა.

„ამბობენ ჩვენ ევროპაში კი გვინდა, მაგრამ ღირსებით გვინდაო, ანუ რას გვეუბნებიან კობახიძე და ღარიბაშვილი, დაპროგრამებულები რომ არიან, ევროკავშირი რომ გვთხოვს, სასამართლო იყოს სამართლიანი და მურუსიძე არ აკონტროლებდეს და კლანიო, ეს ღირსების შელახვად მიიღეს, ბიძინა ივანიშვილი კი არა ხალხი მართავდეს ქვეყანასო, ეს ღირსების შელახვად მიიღეს, კორუფცია არ უნდა ჭამდეს, ეს დაასრულეთო და ველურები არ იყოთ და ყოფილი ხელისუფლებები და პრეზიდენტები არ მოკლათ და არ გაანადგუროთო, ეს ღირსების შემლახავია ჩვენთვისო, ღირსების შემლახავი ის არ არის, კაცო, ბიძინა რომ დაგიძახებს და ორ ფეხზე დადგები ცუგასავით, ეგ არ არის ღირსების შემლახავი ?!“- განაცხადა მაჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა