კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საფრანგეთის პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას აკრიტიკებს

ნახვები: 465 ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საფრანგეთის პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას აკრიტიკებს

ევროსაბჭო საფრანგეთის საპროტესტო აქციებში საფრანგეთის პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას აკრიტიკებს.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის განცხადებით, ზოგიერთი მომიტინგის ძალადობრივმა ქმედებებმა ან სხვა პირების მიერ პროტესტის დროს ჩადენილმა სხვა ქმედებებმა არ შეიძლება, გაამართლოს სახელმწიფოს აგენტების მიერ ძალის გადამეტებული გამოყენება.

„ეს ქმედებები ასევე არ არის საკმარისი, რათა მშვიდობიან მომიტინგეებს ჩამოართვან შეკრების თავისუფლების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს შეიძლება, ჰქონდეს უფლება, გამოიყენოს ძალა, კერძოდ, წესრიგის აღდგენის მიზნით, ასეთი გამოყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი საშუალება, აუცილებლობისა და პროპორციულობის პირობების მკაცრი დაცვით“, – თქვა დუნია მიატოვიჩმა.

ევროსაბჭოს კომისრის თქმით, ძალადობა უნდა შეწყდეს, რადგან ეს არის აუცილებელი პირობა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ეფექტიანად განხორციელებისთვის, ასევე მოსახლეობასა და პოლიციას შორის ნდობისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა