კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ველოდები ზურაბიშვილის კიდევ უფრო გააქტიურებას - ბესელია პრეზიდენტის ინტერვიუზე

ნახვები: 511 ველოდები ზურაბიშვილის კიდევ უფრო გააქტიურებას - ბესელია პრეზიდენტის ინტერვიუზე

ეკა ბესელია "ტვ პირველის" გუშნდელი  ინტერვიუს შემდეგ სალომე ზურაბიშვილის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას ელოდება.

"ოცნების" ყოფილი წევრი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს კარგად იცნობს და ისიც ზუსტად იცის, რომ პირადი განწყობას არასოდეს დააყენებს ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივ ინეტერესებზე უფრო მაღლა.

"ბევრი წელია ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ და ბევრი წელი ერთად ვიარეთ ძალიან რთულ ბრძოლის გზაზე, ასე რომ ვიცი, რომ არავითარი პირადი განწყობა მისი არ იქნება სახელმწიფოებრივ ინეტერესებზე უფრო მაღლა. პრეზიდენტის ეს ვიზიტები და მისი შემდგომი ნაბიჯებიც, მე ასე ვხედავ, რომ უნდა იყოს ამ პროცესში მთავარი გარანტი, კონსტიტუციური ორგანოდან ერთადერთი, რომელსაც ზურგს უმაგრებს ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც გვინდა და გვესმის, რომ ეს არის უნიკალური შანსი და უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ, მე ველოდები მის კიდევ უფრო გააქტიურებას". - ამბობს ეკა ბესელია.

ცნობისთვის,  "ტვ პირველისთვის" მიცემული  ინტერვიუს დროს ზურაბიშვილმა მმართველ გუნდის მოუწოდა გონს მოვიდნენ. ასეთი კრიტიკული პრეზიდენტი არასდორს ყოფილა. 

ზურაბიშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს ფაქტობივად დავალებების შემსრულებელი უწოდა. პრეზიდენტმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც და მას ოლიგარქი უწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა