თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მეუფე იაკობი - ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ კონკრეტულ პარტიებს და ეკლესიასთან დაკავშირებით, რა დღეში არიან - არ ფიქრობენ, პასუხი რომ მოვთხოვოთ, სად დაგვემალებიან, სად გაგვექცევიან, გადახედონ, ძალა სად არის

ნახვები: 680 მეუფე იაკობი - ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ კონკრეტულ პარტიებს და ეკლესიასთან დაკავშირებით, რა დღეში არიან - არ ფიქრობენ, პასუხი რომ მოვთხოვოთ, სად დაგვემალებიან, სად გაგვექცევიან, გადახედონ, ძალა სად არის

ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ კონკრეტულ პარტიებს და ეკლესიასთან დაკავშირებით რა დღეში არიან, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

ის პატრიარქის მიერ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიღებას და დალოცვას გამოეხმაურა.

მეუფე იაკობის შეფასებით, სირცხვილია, როდესაც „ვიღაც შეუმდგარი ადამიანები“ პატრიარქის შესახებ ცუდს საუბრობენ.

„მჯერა, საქართველო ბოროტების გზით არ წავა. ღმერთმა შეარიგოს ქართველი ერი. თუ არ შევრიგდებით, სულ ასეთი ამბავი მოხდება. რაღაც მოხდება, იტყვიან, ესენი რუსები არიან. აბა, შეხედეთ, ნორმალურები არიან? ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ კონკრეტულ პარტიებს და ეკლესიასთან დაკავშირებით რა დღეში არიან, პატრიარქს როგორ მოიხსენიებენ ვიღაც კაცუნები. რა ოჯახებში არიან გაზრდილები, უფროს-უმცროსობა ყოველთვის ვიცოდით საქართველოში. ვიღაცები, შეუმდგარი ხალხი პატრიარქს გადასწვდებიან ხოლმე. რა მათი საქმეა, ვინ მივა პატრიარქთან. ის როგორ უნდა თქვან, რომ თურმე რეიტინგის აწევა უნდა, თუნდაც ხვიჩა კვარაცხელია რომ მივიდეს მასთან. ღმერთმა უდიდეს ფეხბურთელად აქციოს, გვიხარია მისი ყურება. პატრიარქმა თაობების საქმე გააკეთა და ამ ქვეყანაში ყველას თავისი აქვს. უბრალოდ, სირცხვილია ვიღაც შეუმდგარი ადამიანები ასე რომ საუბრობენ. ქრისტიანობა ლაჩრობას არ ნიშნავს. არ ფიქრობენ პასუხი რომ მოვთხოვოთ, სად დაგვემალებიან, სად გაგვექცევიან ბოლოს და ბოლოს. ვითომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, ვინ მოგიშვებს ასე რომ იქცევი. კარგად გადახედონ, ძალა სად არის, მუქარის გარეშეა ეს, კეთილი რომ გვინდა საქართველოსთვის იმიტომ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა