Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს

ნახვები: 607 ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი ვივამედში მოინახულეს.

დელეგაცია კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და გამოითხოვეს დოკუმენტები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს.

დელეგაცია ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით საკუთარ დასკვნას მოამზადებს და იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნის, თუმცა რეგლამენტიდან გამომდინარე დასკვნა საჯარო არ იქნება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოქვეყნდება თუ იუსტიციის სამინისტრო დელეგაციის რეკომენდაციებს არ შეასრულებს.

კომისიის წევრები სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის წევრებსაც შეხვდნენ.

მათ ასევე მოინახულეს სხვა პატიმარი პაციენტებიც, რომლებიც ვივამედის კლინიკაში მკურნალობენ.

"მოვიდნენ, ჰქონდათ ნებართვა შესაბამისი დაწესებულებიდან. აქვთ თავისი სამუშაო გეგმა და მიყვებიან ამ გეგმას. გამოითხოვეს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორია. ყველა სამედიცინო ისტორია გამოითხოვეს და მათზე მუშაობენ. ის, რაც კლინიკას შეუძლია გადასცეს, ყველაფერი იქნა გადაცემული. [კომიტეტმა] მოინახულა ყველა პატიმარი, ვინც ჩვენს კლინიკაში წევს."- განაცხადა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, კომიტეტის ვიზიტირ შესახებ მათთვის ნაწილობრივ ცნობილი იყო და რომ კომიტეტის დასკვნის შემდეგ "ხელისუფლება რაიმე რეაგირებას მოახდენს."

"მათ აინტერესებდათ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ძალიან კარგია, რომ სხვა პატიმრებიც მოინახულეს. დანარჩენის შეფასებას თვითონ გააკეთებენ. ჩვენთვის მათი ვიზიტის შესახებ გარკვეულწილად ცნობილი იყო. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება რაიმე რეაგირებას მოახდენს. რა დასკვნას გააკეთებენ კომიტეტის წევრები, წინასწარ მე არ ვიცი, დიდი მადლობა მათ ამ ვიზიტისათვის, მაგრამ წარმოუდგენელია სხვა რაიმე დასკვნა გაკეთდეს, გარდა იმისა, რომ დარღვეულია სააკაშვილის მკურნალობის ყველანაირი სტანდარტი და მეთოდი."- ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე.

* * *

სახალხო დამცველის კონსილიუმის ბოლო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა - მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.

ფორმულა ტვ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა