კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეა წულუკიანი - მართალი გითხრათ, სააკაშვილის თემა უკვე დამღლელია, ვაღიარებ, არ დავინტერესებულვარ, გუშინ რა მიირთვა

ნახვები: 568 თეა წულუკიანი - მართალი გითხრათ, სააკაშვილის თემა უკვე დამღლელია, ვაღიარებ, არ დავინტერესებულვარ, გუშინ რა მიირთვა

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილს თავს ახვევია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ყველაფერი კეთდება, რათა მან შეწყვიტოს თვითდაზიანება და იყოს ჯანმრთელი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემირმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს თვითდაზიანება, განაახლოს სრულფასოვანი კვება.

„ეს თემა უკვე დამღლელია. დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც, ჟურნალისტებისთვის, ვინც ამ კითხვას სვამთ, რადგან მე, მაგალითად, ვაღიარებ, რომ გუშინ არ გავცნობილვარ და არ დავინტერესებულვარ, რა როგორ მიირთვა და როგორ წარმართა საკუთარი დღე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მას თავს ახვევია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, როგორც ეს ცალსახად და მკაფიოდ განაცხადეს მთავრობის შესაბამისმა წევრებმა, ჯანდაცვის მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა. ყველაფერი კეთდება, რათა მან შეწყვიტოს თვითდაზიანება და იყოს ჯანმრთელი, მეორე მხრივ, არის იმის სრული მზაობა, რომ თუ ოჯახის მიერ შერჩეული საერთაშორისო დონის მედიკოსი ჩამოვა, რა თქმა უნდა, ის იქნება დაშვებული პაციენტთან. მეტი უკვე აღარც ვიცი, რა შეიძლება, ამ თემაზე ითქვას. მან უნდა შეწყვიტოს თვითდაზიანება, განაახლოს სრულფასოვანი კვება, რათა როდესაც სასჯელს მოიხდის, იმ დროისთვის მან შეძლოს, დაუბრუნდეს იმ საზოგადოებას, რომელსაც ის ეკუთვნის და ვის ეკუთვნის, ამას თვითონ აირჩევს ალბათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა