კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი იქამდე მიიყვანა, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს, ეს არის პოლიტიკის პაროდია

ნახვები: 430 შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი იქამდე მიიყვანა, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს, ეს არის პოლიტიკის პაროდია

„ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი თავი იქამდე მიიყვანა, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს, ეს უკვე პოლიტიკაც აღარ არის, ეს არის პოლიტიკის პაროდია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მცდელობა, დღის წესრიგში აქტუალური გახდეს „ნაციონალური მოძრაობა".

„ამაზე უკვე მგონი იუმორის გარეშეც რთულია რაიმე კომენტარის გაკეთება, ეს პოლიტიკაც აღარ არის, ეს არის პოლიტიკის პაროდია. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ადრე თუ გვიან მათ მოუწევდათ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა, თუმცა არავინ იფიქრებდა, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე მოუწევდათ ხელის მოწერა. აქამდე მიიყვანეს საკუთარი თავი, საკუთარი პოლიტიკური ჯგუფი, რომ ანულირებულ ხელშეკრულებაზე აწერენ ხელს, ეს უკვე პოლიტიკაც აღარ არის, ეს არის პოლიტიკის პაროდია. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ რაღაცნაირად დღის წესრიგში აქტუალური გახდეს „ნაციონალური მოძრაობა".

სხვათა შორის გვქონდა გუშინ საუბარი ამაზე, რომ ისინი საარჩევნო კამპანიასაც კი არ ეწევიან, არაფერი არ აქვთ სათქმელი მოსახლეობისთვის, არაფერი არ აქვთ შესათავაზებელი რეგიონის თუ დედაქალაქის მოსახლეობისთვის, რა შეიძლება, მათთვის გააკეთონ. ერთადერთი, რასაც ისინი სთავაზობენ, არის არეულობა და სწორედ ასეთი თემების აწევით ცდილობენ, რაღაცნაირად უფრო მეტი შფოთი, მღელვარება და საკითხები შემოიტანონ, რომელიც დღეს უკვე არარელევანტურია. მგონი, პირველად „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა, რომ გაუქმებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა