კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი - პარტნიორებს ავუხსენით, კიდევ ავუხსნით ჩვენს მოტივაციას, რატომ ვთქვით უარი დამატებითი სესხის აღებაზე, ვფიქრობ, ყველა კითხვა მოიხსნება

ნახვები: 453 ირაკლი ღარიბაშვილი - პარტნიორებს ავუხსენით, კიდევ ავუხსნით ჩვენს მოტივაციას, რატომ ვთქვით უარი დამატებითი სესხის აღებაზე, ვფიქრობ, ყველა კითხვა მოიხსნება

პარტნიორებს ავუხსენით, კიდევ ავუხსნით ჩვენს მოტივაციას, რატომ ვთქვით უარი დამატებითი სესხის, ვალის აღებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოიხნება.

„რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს ავუხსენით, კიდევ ავუხსნით ჩვენს მოტივაციას, რამ განაპირობა, რატომ ვთქვით უარი აღნიშნული დამატებითი სესხის, ვალის აღებაზე. მე ვფიქრობ, ყველა კითხვა იქნება მოხსნილი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება „მთავარი არხის" ჟურნალიტის კითხვას, რომ „კელი დეგნანმა თქვა სიტყვა - დახმარება", - ღარიბაშვილის განმარტებით, ელჩმა ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო სესხი.

„მე მოვისმნე ქალბატონი ელჩის განცხადება და მან ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო სესხი. საერთოდ, რაზე ლაპარაკობთ, სირცხვილია, ხალხს ელაპარაკებით და ... თქვენზე არ მაქვს საუბარი, ვიცი, რომ იღებთ დავალებებს, „ნაცმოძრაობაზე" ვსაუბრობ. შავით თეთრზე, პირდაპირ, ცხადად წერია, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ რჩება. ეს იყო ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულება.საერთოდ, უხერხულიც არის ამდენი საუბარი რომ გვიწევს, ჩვენი მოსახლეობა დაიღალა. ამდენი პრობლემაა, ილაპარაკეთ ამ პროექტებზე, რეფორმებზე, იმ სიკეთეებზე, რომელიც იქმნება ჩვენი ხალხისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა