კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჰერმან საბო - ყავას არ ვსვამ, ჩაი მირჩევნია - ვაშაძეს შეუძლია ბევრი ილანძღოს, მაგრამ დარჩება პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც არ შემოვიდა სამუშაო ჯგუფებში

ნახვები: 610 ჰერმან საბო - ყავას არ ვსვამ, ჩაი მირჩევნია - ვაშაძეს შეუძლია ბევრი ილანძღოს, მაგრამ დარჩება პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც არ შემოვიდა სამუშაო ჯგუფებში

ყავას არ ვსვამ, ჩაი მირჩევნია - ვაშაძეს შეუძლია ბევრი ილანძღოს, მაგრამ დარჩება პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც არ შემოვიდა­ სამუშაო ჯგუფებში, - ასე პასუხობს „გირჩის“ დეპუტატი ჰერმან საბო სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე გიორგი ვაშაძეს.

საბო მიიჩნევს, რომ ვაშაძემ თავი აარიდა პასუხისმგებლობას 12 პუნქტის შესრულების საკითხში.

„მე პირადად ყავას არ ვსვამ, ჩაი მირჩევნია, ვაშაძეს შეუძლია ბევრი ილანძღოს, მაგრამ დარჩება პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც არ შემოვიდა სამუშაო ჯგუფებში და როცა „ქართულ ოცნებას“ მოუნდება იმის თქმა, რომ რაღაც პუნქტი რატომ არ შეასრულა, ის ყოველთვის იქნება ბოქსიორები რაზეც ურტყამენ (ე.წ. გრუშა) და არგუმენტებით ყოველთვის დაარტყამს „ქართული ოცნება" ვაშაძეს, რადგან თავი აარიდა თავის პასუხისმგებლობას 12 პუნქტის შესრულების საკითხში და ამ იმიჯს ვერასდროს მოიცილებს,"- განაცხადა საბომ.

კითხვაზე, თავად რა გააკეთეს სამუშაო ჯგუფებში, ჰერმან საბო აცხადებს, რომ ჯგუფებში მხოლოდ „იდეების გასატანად არ შესულა“.

„იმისთვის შევედი, რომ რაც შემეძლო, ყველაფერი გამეკეთებინა და როცა ევროპელები გვკითხავდნენ, როგორი პოზიციონირება გვქონდა ამ პროცესში, მე მეთქვა, რომ პოლარიზაციის გაღრმავებას კი არა, მუშაობას შევუწყვე ხელი, იქ "ქართული ოცნება" როგორ მოიქცა მეორე საკითხია.

რა გაითვალისწინეს ჩვენი - საარჩევნო კოდექსში, რაც შესრულებულ პუნქტად გვეთვლება ჩვენი შეთავაზება, რაც ხელს უშლიდა პატარა პარტიებს ყოველთვის, იყო ის, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე გინდოდა ყველა ოლქში გყოლოდა წარმომადგენელი, გიწევდა ამ ოლქის მთლიანი სიების წარდგენა და ეს იყო იმხელა ქაღალდის სამუშაო, რომ თვენახევარი მეტს არაფერს ვაკეთებდით 2020-2021-ში პარტიაში. დღეს ეს ბარიერი მოხსნილია და რამდენიმე ათასეულის წარდგენის ნაცვლად, პარტიებს მოუწევთ რამდენიმე ასეული ადამიანი იპოვონ“, - განაცხადა საბომ.

კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სტატუსის მოპოვების გზაზე ეს კონკრეტული დეტალი საარჩევნო კოდექსში, ჰერმან საბო პასუხობს, რომ "ქართულ ოცნებას" არაფერი დაუთმია რაც მნიშვნელოვანია".

ცნობისათვის, გიორგი ვაშაძემ, მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, მიაწოდა თუ არა ინფორმაცია ევროპელ პარტნიორებს, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდა, ეს ჯგუფები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ცვლილებები, რაც ამ ჯგუფებმა დადეს არ პასუხობს 12 რეკომენდაციას და ამ მხრივ, მათი მოსაზრებები, რაც თავიდანვე ჰქონდათ ამ ჯგუფებთან დაკავშირებით, გამართლდა.

"სამუშაო ჯგუფებს ყავის სმის ჯგუფები დავარქვათ - ვინც შევიდა, რა შედეგი დადო?"- განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა