თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნიკა გილაური - ჩემ შესახებ გუშინ გაკეთებული ყველა განცხადება არის სრული სიცრუე

ნახვები: 911 ნიკა გილაური - ჩემ შესახებ გუშინ გაკეთებული ყველა განცხადება არის სრული სიცრუე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის განცხადებით, მის მიერ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო ფბ მეგობრებო - 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას, რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“.

ვწერ - გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული აბსოლუტურად ყველა განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ - მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული“, - წერს ნიკა გილაური.

ცნობისთვის, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით პარტია იქმნება, რომლის თავმჯდომარე იქნება ნიკა გილაური, პარტიას კი, ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე შეუერთდებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა