თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა დაგვიანებული არ არის

ნახვები: 468 ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა დაგვიანებული არ არის

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა დაგვიანებული არ არის. უდუმაშვილმა კომენტარი გააკეთა სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრის, ჯიმ რიშის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, დოკუმენტი ძალაში იყო, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ და ამბობენ, რომ მისი ანულირება ვერ მოხდება, რადგან მასზეა ყველა იმ მხარის ხელმოწერა, რომელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, პარტიამ შეთანხმებაზე ხელმოწერით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„შეიძლება, სხვადასხვანაირი შეფასებები მოჰყვეს ჩვენს გუშინდელ გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინაც ვაცხადებდით, რატომ ვერ ვაწერდით და არ ვაწერდით ხელს დოკუმენტს. მაგრამ, ის რაც გააკეთა შემდგომ „ქართულმა ოცნებამ", რომელიც შეიძლება, მხოლოდ საბაბად მოიყვანო, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გამო გადის დოკუმენტიდან, ეს ხომ წმინდა წყლის მიზეზის მოძებნის მცდელობა იყო. „ნაციონალურ მოძრაობას" ხელი რომც ჰქონოდა მოწერილი, „ქართული ოცნება" დოკუმენტს მაინც დატოვებდა, ოღონდ სხვა საბაბით. აქ ხომ რეალობა სხვა იყო, ის, რომ „ქართული ოცნება" ვერ იღებს 43 პროცენტს, ვერ უახლოვდება ბარიერს და ამიტომ გადაწყვიტა დოკუმენტიდან გასვლა, თითქოს ის ვალდებულება ჩამოეხსნა, რომელიც 43%-იან ბარიერს უახლოვდება. ეს ვერაფრით ვერ მოხდება ასე, იმისდა მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას" ექნებოდა თუ არა ხელი მოწერილი დოკუმენტზე. დოკუმენტი ძალაში იყო და ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ და ამბობენ, რომ მისი ანულირება ვერ მოხდება, რადგან მასზეა ყველა იმ მხარის ხელმოწერა, რომელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში. შესაბამისად, ცალმხრივად ამ დოკუმენტის დატოვება წარმოუდგენელია. არ ვთვლი, რომ ეს დაგვიანებულია. ასევე გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერა არასოდეს არის დაგვიანებული, ყოველთვის დროულია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევზე ხელმოწერა არასდროს არის გვიან და შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა